შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 149
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით;
** ოფის-მენეჯერის და სხვა თანამშრომლების ტრანსპორტირება სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
** საჭიროების შემთხვევაში ოფისის მომარაგება სხვადასხვა სამეურნეო ინვენტარით;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის, სისუფთავისა და ჰიგიენური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია ჰყავდეს ავტომობილი.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი.
|