გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ბანაკში — "ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის"
"მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი" აცხადებს მონაწილეთა მიღებას ახალგაზრდულ ბანაკში "ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისთვის".
თუ ხარ ახალგაზრდა, დაინტერესებული მშვიდობის საკითხებით, გინდა მოისმინო განსხვავებული გამოცდილებები, გაუზიარო სხვებს შენი ხედვები და ახალი ადამიანების გაცნობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა საინტერესო და ინტერაქტიულ პროცესში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ადგილი: გორი
თარიღები: 10-13 დეკემბერი, 2026
ბანაკის შესახებ:
ბანაკის მიზანია, მონაწილეებმა თაობათაშორისი გაცვლისა და ერთობლივი სწავლის გზით გაიაზრონ საკუთარი და სხვების ხედვები მშვიდობისა და მშვიდობიანი მომავლის შესახებ, განივითარონ განსხვავებული პერსპექტივების მოსმენისა და გაზიარების კულტურა და იმსჯელონ ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
ბანაკი აერთიანებს თემებს, როგორიცაა:
** მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობიანი მომავლის ხედვები;
** დიალოგი და აქტიური მოსმენა;
** თაობებს შორის გამოცდილებისა და ხედვების გაცვლა;
** კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოცდილებები და "ყოველდღიური მშვიდობა";
** ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გზები ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის.
ბანაკი მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, დისკუსიებს, ჯგუფურ მუშაობასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მშვიდობის მშენებლობისა და დიალოგის საკითხები.
შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და ახალგაზრდა ქალებს.
როგორ შევავსოთ განაცხადი?
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა
განაცხადის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2026.
მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს ორგანიზატორი მხარე.
|