Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Trovken
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ მაღაზიის მენეჯერს (აგრო და ფერმერული პროდუქციის მიმართულება), რომელიც იმუშავებს მომხმარებლებთან, მიიღებს შეკვეთებს და დაეხმარება კომპანიას გაყიდვების ზრდაში. ძირითადი მიმართულება არის გაყიდვები და მომხმარებელთან ურთიერთობა, სოციალური მედიის მარტივი აქტივობები და მოკლე ვიდეოების გადაღება ამ სამუშაოს მხარდამჭერი ნაწილია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეველეს ქუჩა (ისანი-სამგორის რაიონი)
გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე და Facebook Messenger/WhatsApp შეტყობინებებზე პასუხი;
** მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და შეკვეთის გაყიდვამდე მიყვანა;
** შეკვეთების რეგისტრაცია და საწყობისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ მომხმარებლებთან განმეორებითი დაკავშირება (follow-up);
** Facebook-ისა და TikTok-ისთვის პროდუქციის შესახებ მარტივი, მოკლე ვიდეოების გადაღება და გამოქვეყნება;
** შესაბამის ფერმერულ/აგრო Facebook ჯგუფებში პოსტების განთავსება, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა და კომპანიის საკუთარი თემატური ჯგუფის ეტაპობრივი განვითარების ხელშეწყობა.

ვის ვეძებთ?

** კანდიდატს მაღაზიაში მუშაობის და გაყიდვის გამოცდილებით
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან თავისუფალი კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს;

აგრო სფეროს წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის. პროდუქციას და მის გამოყენებას ადგილზე შევასწავლით.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** პროდუქციისა და სამუშაო პროცესის სრულად შესწავლა ადგილზე
** სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@trovken.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე