ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის ადმინისტრირება) განხრით
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Offce: Word; Excel; PowerPoint; Outlook)
უპირატესობად ჩაითვლება:
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა
** სპეციალური სწავლება/ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია
** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ.პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია
** ტურისტული პაკეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება
** ინვოისის მომზადება და რეპორტინგი
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისუნარიანობა/სისხარტე
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
** სასიამოვნო და საინტერესო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
** კვებას დღეში ერთხელ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
|