Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ანიგოზი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"ანიგოზი" — ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო და თხილეულისა და ჩირეულის დისტრიბუტორი — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვხსნით თხილეულისა და ჩირეულის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას და ვეძებთ ახალ წევრს ჩვენი გუნდისთვის!

ლოკაცია: თბილისი, ვაკე (აბაშიძის ქუჩა)

ვის ვეძებთ?

** კომუნიკაბელურ, მეგობრულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნით;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.

რას გთავაზობთ?

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი

** კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
** კვირაში 2 დღე — 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება;
** კვირაში 3 დღე — 7 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება.

სამუშაო ცვლები:

** დილის ცვლა: 09:00-18:00
** საღამოს ცვლა: 14:00-22:00

ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@anigozi.com

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი ვაკეში".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის შემდგომ ეტაპზე დასაკავშირებლად მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე