Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Regon
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"REGON" არქიტექტურული ფასადის მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით საქმიანობს. ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ერთად, REGON უზრუნველყოფს შენობების ფასადების სრულ მიწოდების ჯაჭვს — მასალების შერჩევიდან და მომარაგებიდან ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების ჩათვლით.

პოზიციის მიზანი:

კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 500 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობისა და არსებული კომერციული შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე ორწლიანი გაყიდვების გეგმის შემუშავება დამფუძნებლებთან ერთად;
** დამტკიცებული გეგმის შესაბამისად გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობებისა და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა;
** სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიცირება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის მართვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება, მათი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** კომპანიის საინჟინრო და საოპერაციო გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტებისთვის ოპტიმალური შეთავაზებების მოსამზადებლად;
** გაყიდვების შედეგების პერიოდული შეფასება, გეგმის შესრულების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო სექტორში, სამშენებლო მასალების ან ტექნიკური პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
** კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნესღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის ბიზნესლანჩების დაგეგმვა და ჩატარება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიზნით;
** კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მშენებლობის, ინჟინერიის ან არქიტექტურის მიმართულებით სავალდებულოა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** შედეგზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოჩენისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობას და შესაბამისი performance/project-based bonus სისტემას.

პოზიცია ექვემდებარება მმართველ პარტნიორს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: sandro.sokhashvili@regon.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე