Робота для біженців з України
სასწ. კურსი - ადვოკატის პრაქტ. უნარ-ჩვევები/პროფ. საქმიანობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწ. კურსი - ადვოკატის პრაქტ. უნარ-ჩვევები/პროფ. საქმიანობა
მომწოდებელი: თბილისის სამართლის სკოლა
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"თბილისის სამართლის სკოლა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო" აცხადებს მიღებას მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისთვის სასწავლო პროგრამაზე "ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება".

პროგრამა მოიცავს თორმეტ 2-საათიან ინტენსიურ სესიას, რომელიც მიმართულია ადვოკატებსა და იურისტებში შემდეგი უნარების განვითარებაზე:

** კლიენტთან ურთიერთობა: პირველი შეხვედრის დაგეგმვა და განხორციელება, ფაქტებისა და კლიენტის შეხედულებების გამიჯვნა, კლიენტის მოლოდინების მართვა, საქმის სამართლებრივი და პრაქტიკული რისკების იდენტიფიცირება;
** მომსახურების საფასურის განსაზღვრა: ჰონორარის სხვადასხვა მოდელის გამოყენება, ხარჯებისა და ანაზღაურების წესის შეთანხმება;
** პროფესიული კომუნიკაცია: კლიენტისთვის საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული წერილებისა და ანგარიშების მომზადება, მოლაპარაკება და მეორე მხარესთან კომუნიკაცია;
** სასამართლოში გამოსვლა: ზეპირი პოზიციის ლაკონურად და სტრუქტურირებულად ჩამოყალიბება, მოსამართლის კითხვებზე რეაგირება;
** ხელოვნური ინტელექტის (AI) ეფექტური და ეთიკური გამოყენება საადვოკატო საქმიანობაში;
** რეკლამა, როგორც საადვოკატო საქმიანობის ორგანიზების საშუალება და არა კლიენტის მოპოვების არასწორი გზა.

პრაქტიკული სწავლება: რეალური შემთხვევების (ქეისების) განხილვა, პროფესიული სიტუაციების მოდელირება, AI ინსტრუმენტებთან მუშაობა და ინდივიდუალური უკუკავშირი.

მიღებული ცოდნა გამოგადგებათ ყოველდღიურ პრაქტიკაში — ახალი კლიენტის მიღებისას, ჰონორარის შეთანხმებისას, საქმის წარმართვისას, სასამართლო სხდომისთვის მომზადებისას და საკუთარი პრაქტიკის ორგანიზებისას.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამას გაუძღვება ზვიად კორძაძე — ადვოკატი 30-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მმართველი პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე.

დაწყება: 5 ნოემბერი, 2026

შეხვედრები: ორშაბათს და ხუთშაბათს, 20:00 საათზე
ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 36ა, II სართული
საფასური: 1400 ლარი

ფასდაკლება: 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 საათამდე) რეგისტრირებული მონაწილეებისთვის [- 20%], ანუ საფასური 1120 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2026

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაცია: https://forms.gle/KA5EVd1FBGHg4e45A

დამატებითი ინფორმაცია:

info@tbilisilawschool.ge
ტელ.: 592 00 14 20
https://www.facebook.com/TbilisiLawSchool

სკოლის შესახებ:

თბილისის სამართლის სკოლა 2016 წელს დაარსდა იურიდიულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი იურისტების მიერ. სკოლა მოქმედ იურისტებსა და ადვოკატებს სთავაზობს უწყვეტ პროფესიულ სწავლებას — პროფესიული უნარების დახვეწასა და ცოდნის რეგულარულ განახლებას. სკოლის პარტნიორები არიან: "კორძაძის საადვოკატო ბიურო" და "ზვიად კორძაძის გამომცემლობა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე