"ჩირიფრუტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგეს/მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 17:00
ანაზღაურება: 1500-2000 ₾ (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და ორგანიზება
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მიღების, დასაწყობების, შენახვისა და გაცემის მკაცრი კონტროლი
** სისტემატური ინვენტარიზაცია და ნაშთების ეფექტური მართვა
** საწყობის პერსონალის მართვა და ზედამხედველობა
** წესრიგის, პროდუქციის შენახვის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** წარმოებისა და ლოგისტიკის გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება საწყობის გამგის ან მენეჯერის პოზიციაზე (სასურველია კვების მრეწველობის/წარმოების სფეროში)
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) და საწყობის აღრიცხვის/საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდის მართვისა და კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას
განაცხადის მიღების წესი:
CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: sofiojikia7@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 597 589898.
სათაურში მიუთითეთ: "საწყობის გამგე"
|