ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კლიენტების მოზიდვისა და განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტების მოზიდვისა და განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია ეძებს დამწყებ, აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კლიენტების მოზიდვისა და განვითარების სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებელთა ბაზის გაფართოებასა და კომპანიის ზრდაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და მათთვის ოპტიმალური ლოჯისტიკური მარშრუტებისა და ტარიფების შეთავაზება.
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის ცოდნა შედეგზე და მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გამოცდილება არ არის აუცილებელი;

რას გთავაზობთ: 

** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
** დინამიკურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00). განიხილება მუშაობა მხოლოდ ოფისიდან.
ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: logistic.jobs@outlook.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე