"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის სკოლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 29გ
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა.
ძირითადი მოვალეობები:
** დღის ორგანიზება;
** მენეჯმენტისთვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება;
** სატელეფონო ზარებზე, მეილებსა და სხვა ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** ახალი სტუდენტების მიღება;
** მშობლებთან კომუნიკაცია;
** საგაკვეთილო პროცესის კონტროლი;
** მოსწავლეების დახმარება;
** სივრცისა და რესურსების კონტროლი;
** ტესტების მომზადება და მასწავლებლისთვის მიწოდება;
** მისაღებისა და საერთო სივრცის კონტროლი;
** ბავშვების გაცილება;
** ყოველდღიურ საჭიროებებზე რეაგირება;
** ოთახების მოწესრიგება;
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება: 500 ლარი.
ლეველსი გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას;
** ლეველსის ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ დასახელება — შაბათ-კვირის ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|