Робота для біженців з України
ლაზეროთერაპევტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე რუსთავში.

მდებარეობა- თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე ; ფილიალის სამუშაო საათებია 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე.
სავალდებულოდ ფილიალში ყოფნის დრო: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს.

ანაზღაურება: შემოსავლიდან განისაზღვრება %.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** სამედიცინო განათლება (ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია) ან თუ გაქვთ მედდის დიპლომი და ლაზეროთერაპევტის მოკლე კურსის სერტიფიკატი.

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ფორმას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
** ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 26 ნოემბრამდე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://medi.selfrecruit.ge/05d28a3a-1c89-477f-81a6-679ee159b02f
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე