საცხობების ქსელი "ანტრე", რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში
ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში
5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღება და განთავსება:
** სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
** მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
** ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება
** სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა
ჯავშნების კოორდინაცია:
** სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
** დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
** სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)
კომუნიკაცია გუნდთან:
** სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
** სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს
სტუმრის გამომშვიდობება:
** გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
** უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ
ადმინისტრაციული ფუნქციები:
სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** CV;
** 3x4 ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|