საცხობების ქსელი "ანტრე", რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში
ჩვენ ვეძებთ სარესტორნო სფეროში გამოცდილ პროფესიონალებს:
ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ სერვისის ყველა ეტაპში მონაწილეობა
** სრული ოპერაციული ციკლის აღსრულებაში მონაწილეობა
** მაღალი სტანდარტის ეტიკეტისა და პროტოკოლის დაცვა
** მაგიდის სერვირება და გაწყობა სტანდარტების მიხედვით
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სარესტორნო საქმეში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების ქონა
უნარ-ჩვევები:
** საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი;
** კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** CV;
** 3x4 ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|