Робота для біженців з України
სოც. მედიის კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოც. მედიის კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ამბასადორი თრეველი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედიის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვის ვადით);
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და ციფრული კონტენტის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული უნარები;
** კრეატიული აზროვნება, განვითარებული ვიზუალური გემოვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის, დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად წარმართვის უნარი;
** პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა. უპირატესობად ჩაითვლება;
** ტურიზმის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კონტენტის ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიზის ცოდნა;
** კამერის წინ მუშაობისა და ვიდეოკონტენტში მონაწილეობის სურვილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის კრეატიული იდეებისა და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
** ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
** აუდიო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
** სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების დამატება;
** ფერების კორე ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
** Reels-ის, Stories-ისა და სხვა ციფრული ფორმატების შექმნა;
** ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, ტურებისა და სამოგზაურო გამოცდილების მიმზიდველად წარმოჩენა;
** Instagram-ის, Facebook-ისა და TikTok-ისთვის კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
** აქტუალური ტრენდების მოძიება და მათი ბრენდის სტილზე მორგება;
** კონტენტკალენდარის მართვა და გამოქვეყნების გრაფიკის დაცვა;
** გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების შეთავაზება;
** პროექტის დროულად დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისუნარიანობა/სისხარტე;
** კრეატიულობა.

კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:

** სასიამოვნო და საინტერესო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა;
** კვებას დღეში ერთხელ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე