Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: აკა
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "აკა" ბაზარზე არის წარმოდგენილი, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრით მercedes-benცის ავტომობილების გაყიდვას და სერვისს. შპს. "აკა" არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.mercedes-benz.ge

შპს."აკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქN6 (ვაკე-საბურთალო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 შაბათი -9:00-13:00
ანაზღაურება თვეში: 1500 ლარიდან (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

** შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.
** შემოსულ ზარებზე ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. კომპეტენციის ფარგლებში სათადარიგო ნაწილებსა და მომსახურების სტანდარტულ ფასებზე ინფორმაციის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება საკითხთან დაკავშირებულ თანამშრომელთან.
** მომხმარებელთა გადამისამართება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციისა და მოთხოვნის მიწოდება ავტომობილების გაყიდვების სამსახურისთვის.
** მომხმარებელთან/პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის რეესტრის წარმოება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
** მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
** კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება

თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:hr@mercedes-benz.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე