Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: კერძო სააღსრულებო ბიურო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, პეტრე ქავთარაძის I შესახვევი, N 10, სართული 4
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (შესაძლებელია შეთავსებითაც); ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

მოვალეობები:

** სამუშაო სივრცეების, დერეფნების, იატაკების, ავეჯის დალაგება-დასუფთავება;
** სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ნაგვის გატანა.
** თვეში ერთხელ ოფისის გენერალური დასუფთავება;
** ჰიგიენური და სამეურნეო მარაგების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ინფორმირება მარაგების შევსების ან სხვა საკითხების შესახებ.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი;
** სისუფთავისა და წესრიგისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

განცხადების ბოლო ვადა: 23.11.2026

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (აუცილებლად ფოტოსურათით) მეილზე: enforcer.office@gmail.com "subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე