Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი/პრესეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი/პრესეილერი
მომწოდებელი: Green and Purple Georgia
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"Green & Purple Georgia" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის/პრესეილერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1, 000 ლარი ფიქსირებული + 400-500 ლარამდე ბონუსი (NET)
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

გაიცანი ჩვენი ბრენდები!

გინდა შენი ყოველდღიური საქმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარებას დაუკავშირო?

"Green & Purple Georgia" არის მზარდი FMCG სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს:

** Del Monte — მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხილის წვენებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ხილის პროდუქტებს.

Instagram: https://www.instagram.com/delmonte_georgia/

** Grüne Kraft — გერმანული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე.

Instagram: https://www.instagram.com/grunekraftgeo/

ჩვენი მიზანია, ეს ბრენდები კიდევ უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ და მაღაზიებში მათი საუკეთესო წარმოდგენა უზრუნველვყოთ.

ახლა კი ვეძებთ ახალ თანაგუნდელს — შეიძლება სწორედ შენ!

რას გააკეთებ?

ეს არ არის მხოლოდ თაროების მოწესრიგება! შენ გექნება საკუთარი სავაჭრო ობიექტები და შესაძლებლობა, რეალურად იმოქმედო ბრენდების განვითარებასა და გაყიდვებზე.

** მოინახულებ მაღაზიებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით;
** გააკონტროლებ პროდუქციის მარაგებს და გააფორმებ შეკვეთებს;
** იზრუნებ, რომ ჩვენი ბრენდები თაროებზე კარგად ჩანდეს;
** შეამოწმებ ფასებს, აქციებსა და ვარგისიანობის ვადებს;
** ითანამშრომლებ მაღაზიების გუნდებთან;
** მოიძიებ დამატებითი განთავსებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს;
** გაგვიზიარებ მოკლე ფოტორეპორტს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ:

** გიყვარს აქტიური სამუშაო და არ გინდა მთელი დღე ოფისში ჯდომა;
** ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა;
** ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი;
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
** თავისუფლად იყენებ სმარტფონს;
** გინდა ისწავლო, განვითარდე და შენი შრომის შედეგი დაინახო.

გამოცდილება არ გაქვს? No worries!

მთავარია მონდომება — სამუშაო პროცესს გასწავლით.

მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების გამოცდილება და საკუთარი ავტომობილის ქონა დამატებითი უპირატესობაა.

რას მიიღებ ჩვენგან?

** 1, 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი (ხელზე);
** 400-500 ლარამდე ყოველთვიური ბონუსი (ხელზე), შედეგების მიხედვით;
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შეთანხმებული პირობებით;
** წინასწარ დაგეგმილი სამუშაო მარშრუტები;
** მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** გუნდი, სადაც შენს იდეებსა და ინიციატივას მნიშვნელობა აქვს.

როგორ შემოგვიერთდე?

CV არ გაქვს? არანაირი პრობლემა!

შეავსე მოკლე ონლაინ განაცხადი და გაგვეცანი.

** CV სავალდებულო არ არის
** გამოცდილება აუცილებელი არ არის
** განაცხადის შევსება ტელეფონიდანაც შეგიძლია

შეავსე განაცხადი აქ: https://jobs.eco.com.ge/

თუ CV უკვე გაქვს, შეგიძლია გამოგვიგზავნო ელფოსტაზე: hello@eco.com.ge

წერილის სათაურში მიუთითე: მერჩენდაიზერი/პრესელერი

შემოიტანე შენი ენერგია ჩვენს გუნდში და განავითარე ჩვენთან ერთად საერთაშორისო ბრენდები!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე