Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქარაფი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"ქარაფი" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც კომპანიებსა და ავტო ცენტრებს სთავაზობს ავტომობილის გამოძახებით რეცხვის მომსახურებას, მათსავე ავტოსადგომზე ან შოურუმში.

თუ ხარ კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი და გინდა დამატებითი შემოსავალი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

სამუშაო ადგილი: დისტანციური (თბილისი)
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: ყოველთვიური კორპორატიული შემოსავლის 10%

მოვალეობები:

კორპორატიული მომხმარებლების (კომპანიების) მოძიება, მათი საჭიროებების შესწავლა, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, მათთან ვიზიტი და პრეზენტაციის გაკეთება, საჩვენებელი რეცხვის ორგანიზება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება, ყოველკვირეული პროგრესის რეპორტის მომზადება

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვებში
** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@carup.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე