Робота для біженців з України
ტრენინგი - ფინანსები და ადამიანური კაპიტალის მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - ფინანსები და ადამიანური კაპიტალის მართვა
მომწოდებელი: Upgrade
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
HC გადაწყვეტილებებს უდიდესი ფინანსური გავლენა აქვს ბიზნესზე და ყოველთვის ციფრებში აისახება. შესაბამისად, თუ გვინდა დავადგინოთ როგორც თითოეული თანამშრომლის, ისე მთლიანობაში ადამიანური კაპიტალის მართვის გავლენა ბიზნესზე, უნდა გვესმოდეს რა არის ჩვენი კომპანიის მთავარი სტრატეგიული მიზნები და როგორ ახდენს მოგების მაქსიმირებას.

ტრენინგი "ფინანსები და ადამიანური კაპიტალის მართვა" დაგეხმარებათ გაიგოთ:

** რამდენი უჯდება კომპანიას ერთი თანამშრომელი?
** როგორ ითვლება კაც/საათი?
** რა გავლენას ახდენს სახელფასო ფონდის ზრდა კომპანიის მოგებაზე?
** რა განსხვავებაა შემოსავალსა და მოგებას შორის?
** რას ნიშნავს EBITDA?
** რატომ შეიძლება კომპანია მოგებაზე იყოს, მაგრამ ფული არ ჰქონდეს?

ტრენინგი განკუთვნილია HR/HC პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ფინანსების საფუძვლების გაგება მარტივი, პრაქტიკული და არაფინანსისტისთვის გასაგები ენით.

2 დღიანი ტრენინგი ჩატარდება 30 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა 2 სერტიფიკატი.

ტრენინგის ღირებულება 500 ლარი დღგ-ს გარეშე.

რეგისტრაციისათვის: https://upgrade-tc.com/finance-hcm/

საკონტაქტო ელ-ფოსტა: contact@upgrade-tc.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე