Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ოლიმპი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.

თუ ხართ ორგანიზებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და მოწესრიგება დადგენილი წესების მიხედვით;
** შეკვეთების დროული და ზუსტი კომპლექტაცია (აწყობა) მიწოდების აგენტებისთვის გადასაცემად;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია);
** საგარანტიო უზრუნველყოფა: უძრავი ქონება (სავალდებულო პირობა);
** ტექნიკური უნარები: მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ნაშთების ზუსტი აღრიცხვისთვის), ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა, დისციპლინა და გუნდურობა;
** კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 1500 - 2000+ ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე