Робота для біженців з України
ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 683714_Application_form_lomisi_3897389.zip
ს.ს.ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

1. ნომრით #-EF-GE876
2. დანიშნულება: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი სადაზღვევო პირობები:

1) ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებს სამი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტს (რაც გულისხმობს სამი განსხვავებული ღირებულების პაკეტს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის) და შემდეგ მინიმალურ პირობებს:

** გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება: 100%
** ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის შედეგად: 100%
** გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება: 100%
** ონკოლოგია: 100%
** ინტერვენციული კარდიოლოგია/სტენდირიბითი/კარდიოქირურგია: 100%
** გადაუდებელი ამბულატორია: 100%
** გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვით 90 %-დან 100%-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
** გეგმიური ამბულატორია პირადი ექიმის მიმართვის გარეშე: 10 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
** დანიშნული მედიკამენტები: 50 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
** საზღვარგარეთ ჩატარებული ამბულატორიული მომსახურება: 0 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
** პროფილაქტიკური შემოწმება: წელიწადში 2 ჯერ/100 %
** ორსულობა/მშობიარობა: 100 %
** გადაუდებელი სტომატოლოგია: ულიმიტო/100 %
** გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურეობა პროვაიდერ კლინიკებში: 90 %-დან 100 %-მდე (დასაზღვევის პაკეტის კატეგორიის მიხედვით)
** სასწრაფო/სამედიცინო დახმარება: 100 %
** პირადი ექიმის მომსახურეობა: 100 %
** პირადი ექიმის მომსახურეობა ნატახტარში: კვირაში მინ. 2 დღე
** პირადი მენეჯერის მომსახურეობა: 100 %
** სამოგზაურო დაზღვევა.

2) ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და დამატებითი ოჯახის წევრების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ დამატებით ოჯახის წევრებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).

3) ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (მათ შორის, ორსულობა და მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის მოცდის პერიოდის გარეშე.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

** სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილი თბილისში და რეგიონებში.
** გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით, ყოველგვარი "ა.შ."-ის გარეშე).
** თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით: (გადახდა -> ანაზღაურება).
** დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით).
** შესაძლებელია პროდუქტის რამდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 925 პირს (დაზღვეულთა ოჯახის წევრების ჩათვლით).

დამატებითი პირობები და კომენტარები:

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:

** დაზღვევამდელი დაავადებების ანაზღაურება ყველა დაზღვეულზე, მოცდის პერიოდის გარეშე;
** სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
** ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
** გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
** ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
** შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
** სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად;
** სადაზღვევო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;
** შვილები მინ. 21 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

** ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი და ფასები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
** პროვაიდერების სია;
** დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები, მათი არსებობის შემთხვევაში.

Elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე