Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ილიანი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სასტუმრო "ილიანი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ეძებ მშვიდ და მყუდრო სამუშაო გარემოს, გინდა სამუშაოსთან ერთად სწავლის ან პირადი საქმის შეთავსება ეს პოზიცია შენთვისაა!

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა: 17:00-დან 09:30-მდე
** ანაზღაურება: 80 ლარი თითო მორიგეობა საშემოსავლოს ჩათვლით, თვეში - 920 ლარი + ბონუსი
** კვირაში 3-4 მორიგეობა ან მეტი გრაფიკის შეთანხმებისა და მორგების მიხედვით
** მშვიდი და მყუდრო სამუშაო გარემო
** თავისუფალი დროის გამოყენების შესაძლებლობა სწავლისთვის

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია
** რუსული ენის ცოდნა — სასურველია
** კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გამოცდილება არ არის აუცილებელი!

ადგილზე ჩატარდება შესაბამისი ტრენინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად შეისწავლი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: HR@iliani.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე