Робота для біженців з України
კორპ. ტურიზმის გაყიდვების/ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპ. ტურიზმის გაყიდვების/ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "გასა" (GASA), რომელიც გამყვანი ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ახორციელებს ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია, როგორიცაა Pegasus Airlines და Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ტურიზმის გაყიდვებისა და ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანია: პოზიციაზე აუცილებელია ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. მხოლოდ ზოგადი გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ტურიზმის სფეროში შესაბამისი გამოცდილების გარეშე, აღნიშნულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
** ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);
** სასურველია გაყიდვების სფეროში (B2B) მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება Amadeus-ისა და ტურისტული პროდუქტების დაჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** VIP და კორპორატიული კლიენტებისთვის ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსფერების დაჯავშნისა და ორგანიზების სრული პროცესის მართვა;
** კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტურების მიმდინარეობის მონიტორინგი, კლიენტების მხარდაჭერა მიმდინარე ტურებისა და ღონისძიებების დროს და წარმოქმნილი პრობლემური საკითხების ოპერატიულად მოგვარება;
** ავიაბილეთების გაუქმებისა და გადაცვლის პროცესების მართვა;
** გაყიდვების აღრიცხვა, ინვოისების მომზადება და გადახდების კონტროლი.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა, შრომისუნარიანობა და სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად + გაყიდვებზე დაფუძნებული საკომისიო;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14;
** სამუშაო გრაფიკი: დინამიკური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@gasa.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება: კორპორატიული ტურიზმის გაყიდვებისა და ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. ზემოაღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე