Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო და კაფე
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სასტუმრო და კაფე ეძებს გუნდის წევრებს!

ორთაჭალაში მდებარე სასტუმრო და კაფე აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე და იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კადრებს ჩვენს მეგობრულ გუნდში შესაერთებლად.

ღია პოზიციები:

** კაფეს მენეჯერი
** ევროპული სამზარეულოს შეფი
** მცხობელი
** ბარისტა
** მიმტანი
** რეცეფციონისტი
** დიასახლისი (მწმენდავი/დამლაგებელი)
** მუშა (ტექნიკური/სამეურნეო პერსონალი)
** ოფისის თანამშრომელი (ასისტენტი)


ზოგადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ეხება შემდეგ პოზიციებს: კაფეს მენეჯერი, ევროპული სამზარეულოს შეფი, მცხობელი, ბარისტა, მიმტანი, რეცეფციონისტი, ოფისი თანამშრომელი);
** შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტუმართმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა (სტუმრებთან მომუშავე პოზიციებისთვის).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

როგორ მოგვაწოდოთ განაცხადი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: tbilisiclassichotel7@gmail.com

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592 03 35 73

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე