Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: მედკორი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მედკორი" 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას ესთეტიკური, სტომატოლოგიური და სამედიცინო მიმართულებებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 2200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის საქმიანობის კონტროლი, პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების მოძრაობის მონიტორინგი;
** კურიერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მიწოდების პროცესების კოორდინაცია და წარმოქმნილი საკითხების დროული გადაწყვეტა;
** ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესის მართვა;
** საფოსტო და საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა, გზავნილების გაგზავნისა და მიღების პროცესების კოორდინაცია;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** კომპანიის გაყიდვების მონაცემთა ბაზაში მუშაობა, ინფორმაციის განახლება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება, აღრიცხვა და დოკუმენტბრუნვის პროცესის კონტროლი;
** თანამშრომლების საქმიანი ვიზიტებისთვის ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა, შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
** კორპორაციული ელფოსტის ანგარიშების შექმნა, შესაბამისი ბაზის ადმინისტრირება და ელფოსტასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მონიტორინგი;
** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** სასურველია მონაცემთა ბაზებთან და აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
** პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან აქტიურ თანამშრომლობასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების კოორდინაციას;
** კომპანია ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy01@medcore.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრაციული მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე