Робота для біженців з України
დამხმარე პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე პედაგოგი
მომწოდებელი: იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე პედაგოგის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამრიგებლის დახმარება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
** მოსწავლეთა მხარდაჭერა საგაკვეთილო და დამოუკიდებელი მუშაობის დროს;
** კლასში ორგანიზებული, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შენარჩუნების ხელშეწყობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვთა განვითარების თავისებურებების საბაზისო ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და კლასის მართვის პრინციპების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე