Робота для біженців з України
ავეჯის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ხელოსანი
მომწოდებელი: გოლდ დიზაინი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
ვეძებთ გამოცდილ და დეტალებზე ორიენტირებულ ავეჯის ხელოსანს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ავეჯის (სამზარეულო, საძინებელი, საოფისე და ა.შ.) დამზადებას, დაჭრას, აწყობასა და ადგილზე მონტაჟს მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით.

გრაფიკი: 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე (ავეჯის წარმოება/მონტაჟი) მუშაობის გამოცდილება.
** თანამედროვე ავეჯის დასამზადებელი მასალებისა და ფურნიტურის კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ნახაზების წაკითხვისა და ზუსტი ზომების აღების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
** ფიზიკური გამძლეობა, ენერგიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დათქმული ვადების დაცვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 58 22 50.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე