Робота для біженців з України
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: კრეატორს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
სარეკლამო კომპანია "კრეატორს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლობის მიზნით პოტენციური დამკვეთი კომპანიების მოძიება და შესაბამისი ბაზის წარმოება (შექმნა და განახლება);
** პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრა/მოლაპარაკების წარმოება;
** დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინისა და ხარისხის შემოწმების მიზნით;
** სამუშაო პროცესში მონაწილეობა პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისად;
** ყოველდღიურად გეგმის წარმოება და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** კრეატიულობა;
** ენერგიულობა;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
** B2B სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დასაქმების პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + თითოეული შესრულებული პროექტის მოგების 10%.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე.
** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და "საქართველოს შრომის კოდექსით" გათვალისწინებული უქმე დღეები.

დამატებითი ბენეფიტები:

** გარდა მოცემული სახელფასო სქემისა, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ბონუსები.
** კომპანია ასევე გთავაზობთ სხვა მნიშვნელოვან ბენეფიტებს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესებულმა პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info.creators13@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე