Робота для біженців з України
სილამაზის სალონის თანამშრომლები - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სილამაზის სალონის თანამშრომლები
მომწოდებელი: სილამაზის ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
ახალგახსნილი, თანამედროვე სილამაზის ცენტრისთვის ვეძებთ გუნდის წევრებს.

ვაკანტური პოზიციები:

1. სალონის მენეჯერი / ადმინისტრატორი - სტუმრების მიღება, სალონის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, ჩაწერებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის მართვა, სოციალურ ქსელებში პუბლიკაციების მართვა.

ამ პოზიციისთვის თურქული ენის ცოდნა სავალდებულოა.

2. ნეილ-არტისა და ფრჩხილების დაგრძელების სპეციალისტი;
3. მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი;
4. წამწამების სპეციალისტი (Lash Artist).

სპეციალისტების პოზიციებზე თურქული ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ყურადღებითა და მონდომებით ასრულებენ.

მისამართი: ბათუმის სტადიონთან - ტბელ აბუსერიძის ქუჩა 21.

დაგვიკავშირდით WhatsApp-ით: +995 595 91 50 77
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე