შპს "მედიქალ მასტერი" წარმოადგენს სამედიცინო სფეროს საიმედო პარტნიორს, რომელიც ახორციელებს სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის კლინიკების მაღალტექნოლოგიური აპარატურის მიწოდებას, ინსტალაციას, ტექნიკურ მომსახურებასა (Maintenance) და შეკეთებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის სამედიცინო აპარატურის ინსტალაცია, მონტაჟი და გამართვა;
** აპარატურის გეგმური ტექნიკური მომსახურება (Maintenance) და პრევენციული შემოწმება;
** ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და შეკეთება (როგორც ადგილზე, ისე სერვისცენტრში);
** კლინიკების პერსონალისთვის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის წესების გაცნობა და კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით;
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად (განიხილებიან დამწყები სპეციალისტებიც, რომელთაც აქვთ სწრაფი ათვისებისა და განვითარების მაღალი მოტივაცია);
** ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია). მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პიროვნული თვისებები: ახალგაზრდა, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.
სამუშაო პირობები და შეთავაზება:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა: დასვენება);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო ინსტრუმენტები: კლინიკებში ვიზიტებისას კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილითა და სრული ტექნიკური აღჭურვილობით;
** სწავლება და სტაჟირება:
1-კვირიანი გაცნობითი/შერჩევითი ეტაპი;
2-თვიანი სასწავლო სტაჟირების პერიოდი (ანაზღაურებადი: 500 ლარი/თვეში);
** ანაზღაურება სტაჟირების შემდეგ: სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები;
** ცოდნის გაღრმავების, საქმის ათვისებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად - ხელფასის სწრაფი ზრდის პერსპექტივა.
განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: welcome.medical.master@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2026 წელი.
|