Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სმარტ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
საკურიერო კომპანია "სმარტ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** "სმარტ ექსპრესის" ოფისი მდებარეობს ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქ. 22. ისთ ფოინთთან ახლოს;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10.00-დან 18.00 სთ-მდე. შაბათს 10:00-15:00-მდე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების დამუშავება;
** მომსახურების პირობების, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა-მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smartexpress.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე