"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: ღამის აუდიტორი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება და ღამის აუდიტის ჩატარება;
** ნომრების, რესტორნის, ბარისა და სხვა მომსახურებების ყოველდღიური შემოსავლების შემოწმება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) ყველა გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციის სისწორის კონტროლი;
** სტუმრების ანგარიშების, გადახდებისა და დავალიანებების შემოწმება;
** ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებითა და სხვა გადახდის მეთოდებით მიღებული თანხების შეჯერება სისტემურ ანგარიშებთან;
** ფასდაკლებების, ჯავშნების გაუქმების, უფასო განთავსებისა და ფინანსური კორექტირებების შემოწმება;
** დღის დახურვის პროცედურის შესრულება სასტუმროს პროგრამაში;
** ყოველდღიური შემოსავლების ანგარიშის (Daily Revenue Report) მომზადება;
** აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და შეცდომების შესახებ ფინანსური მენეჯერის ან მთავარი ბუღალტრის ინფორმირება;
** მომდევნო დღის ჯავშნების, ჩამოსვლისა და გამგზავრების სიების შემოწმება;
** ღამის ცვლაში სტუმრების მიღება-განთავსება, რეგისტრაცია და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და არსებული სერვისების შესახებ;
** ღამის ცვლაში წარმოქმნილი პრობლემების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერის ინფორმირება;
** ცვლის დასრულებისას ანგარიშებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაბარება მომდევნო ცვლის თანამშრომლისთვის.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება: 2000 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|