Робота для біженців з України
მასაჟისტი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: გამომუშავებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისათვის მასაჟის გაკეთება, ჯავშნების შესაბამისად
** სტუმრების ინფორმირება სპა და სამედიცინო ცენტრის სერვისების თაობაზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება
** კონკურენტული ანაზღაურება
** კვება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე