Робота для біженців з України
მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის (ღამის აუდიტის) პოზიციაზე.

კვირაში 4 სამუშაო დღე (40 საათი)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა
** ჯავშნების, გადახდებისა და სტუმრის ანგარიშების მართვა და სიზუსტის კონტროლი
** ღამის აუდიტის პროცედურების შესრულება, ფინანსური ანგარიშების დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** სტუმრების მოთხოვნებსა და საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაჭრა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შიდა ინფორმაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება
** კონკურენტული ანაზღაურება
** ტრანსპორტირება ღამის საათებში
** დაზღვევა
** კვება
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე