Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსთერმი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149
გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე
დასვენების დღე - ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
** ექსელში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.

ვაკანსიის განთავსების ვადა: 16.10.2026-დან 2 კვირის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე