Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი:

აჭარისა და გურიის რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა, ყავის აპარატების განთავსება და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 / ორშაბათი-პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული ობიექტების მოძიება, მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa, საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან;
** არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მომსახურების ხარისხისა და პროდუქციის მოხმარების კონტროლი;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა /კოორდინაცია, დავალებებისა ზედმიწევნით სწორად გაწერა და შემდგომში მათი შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
** დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** B2B ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი
** გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.
** საწვავით უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.
** საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე