Робота для біженців з України
Waterpik ბრენდის გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Waterpik ბრენდის გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯიენჯი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ჯიენჯი" სტომატოლოგიისთვის საჭირო განათლების, განვითარების შესაძლებლობების, მასალების, აპარატურისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანიაა. ვეძებთ Waterpik-ის (დენტალური ირიგატორი) ბრენდის გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს მომხმარებლებთან და ხელს შეუწყობს ბრენდის განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიის საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
** მომხმარებლებთან შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის დროულად შესწავლა და მომხმარებლებისთვის წარდგენა;
** გაყიდვების მიზნების შესრულებაზე მუშაობა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებლების შეკვეთებთან, გარიგების პირობებსა და შესაბამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდება საწყობისა და ბუღალტერიისთვის;
** გაყიდვების, მომხმარებლებისა და პროდუქტების შესახებ ბაზებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება და განახლება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია ადმინისტრაციასთან, იურიდიულ და ბუღალტრულ სამსახურებთან;
** მომხმარებლების დავალიანებებისა და მათთვის განკუთვნილი სუბსაწყობების კონტროლი;
** ექიმებისა და სხვა მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
** ღია კარის დღეების, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, მათ შორის სარეკლამო პოსტერებისა და ვიდეომასალის მომზადებაში მონაწილეობა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;
** კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებლების კითხვების დროული და ამომწურავი დამუშავება;
** კომპანიის შიდა და გარე ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებლებისა და კონკურენტების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება კანონმდებლობის დაცვით;
** ახალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მივლინებებში მონაწილეობა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და კომპანიის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების დირექტორთან შეთანხმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აუცილებელია გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი.

სამუშაო პირობები

** ანაზღაურება: 1, 000 ლარი ხელზე ასაღები;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ბონუსი: დამოკიდებულია გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: ლვოვის ქ. 63.

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: admin@giengi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Waterpik-ის გაყიდვების წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე