Робота для біженців з України
პრესის დანადგარის ოპერატორი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: უნიბოქსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"უნიბოქსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს - პრესის დანადგარის ოპერატორი

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ნატახტარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00; შაბათს ნახევარი განაკვეთი
** ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარის მომზადება;
** ნარჩენი ქაღალდის პრესის დანადგარში გადანაწილება;
** დანადგარის ოპერატიული მოვლა-შენახვა;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რომელიმე საწარმოო დანადგარზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: nino.khvedelidze@unibox.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრესის დანადგარის ოპერატორი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "უნიბოქს"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"უნიბოქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე