მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დღის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
** შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
** მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ?
** ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს.
სამუშაო პირობები
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (კენტი რიცხვები) და 09:00-18:00 (ლუწი რიცხვები).
** ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
** დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
|