Робота для біженців з України
გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტი
მომწოდებელი: Riviera Seafood House
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ბათუმი, კობალაძის 15| Riviera Seafood House

თევზის მაღაზია და კვების სივრცე - "Riviera Seafood House" ეძებს ორ თანამშრომელს გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება;
** პროდუქციის, მენიუსა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების მიღება, პროგრამაში ასახვა და სამზარეულოსთან კოორდინაცია;
** კერძებისა და სასმელების მიწოდება, ლუდის ჩამოსხმა;
** სალარო აპარატსა და POS-ტერმინალთან მუშაობა;
** მომხმარებლის შენიშვნებისა და მიმდინარე საკითხების მენეჯერისთვის დროულად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანობა და სიზუსტე ანგარიშსწორებისას;
** დატვირთულ პერიოდში ორგანიზებულად მუშაობის უნარი.
** მომხმარებლის შენიშვნებისა და მიმდინარე საკითხების მენეჯერისთვის დროულად გადაცემა.
** მომსახურების სფეროში გამოცდილება და Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: 13:00-21:30;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, შეთანხმდება დასაქმებამდე;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში + ბონუსი
** კვება: უზრუნველყოფილია სამუშაო ცვლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: khosruashvilinino3@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე