Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: JYSK
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია "JYSK" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ლოკაცია: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** HR მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშვება და მათი პერიოდული განახლება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა/ორგანიზება და საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
** შეფასების სისტემის შემუშავება, განვითარება, მართვა და კონტროლი;
** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@jysk.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე