Робота для біженців з України
ფინანსისტი - Outsource
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი - Outsource
მომწოდებელი: Houzer Group
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "ჰაუზერ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის (Outsource) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და მართვა;
** ფინანსური ანგარიშგებებისა და მენეჯმენტური რეპორტების მომზადება;
** ბინების გაყიდვების, პირველადი შენატანებისა და განვადებების ფინანსური კონტროლი;
** მისაღები და გადასახდელი თანხების მონიტორინგი;
** ფინანსური პროგნოზებისა და ფინანსური მოდელების მომზადება;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდება;
** ბუღალტერიასთან და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და Cash Flow-ის მართვის ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური მოდელირებისა და მენეჯმენტური ანგარიშგების გამოცდილება;
** დეველოპერულ ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

თანამშრომლობის პირობები:

** აუთსორს მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე;
** ანაზღაურება შეთანხმებით, მომსახურების პაკეტისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@houzer.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე