Робота для біженців з України
იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: GAMA FC
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
GAMA FC — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში პროფესიული განვითარებით და სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

** ⁠ ⁠სპორტსმენებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** ⁠მოქმედი ხელშეკრულებების მართვა, განახლება და სისტემატიზაცია;
** ⁠ ⁠სპორტსმენებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად;
** ⁠ორგანიზაციის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში მონაწილეობა;
** ⁠იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ⁠ ⁠უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი;
** ⁠იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადების საბაზისო ცოდნა;
** ⁠ ⁠გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ⁠პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** ⁠ ⁠დამოუკიდებლად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ⁠ ⁠იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ⁠რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ⁠ ⁠სპორტის სფეროსადმი ინტერესი.

სამუშაო პირობები:

** ⁠ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი — ოფისში დასწრება სავალდებულოა კვირაში მინიმუმ ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრებზე. დანარჩენი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად;
** ⁠ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა;
** ⁠ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე;
** ⁠პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ⁠დინამიკურ და განვითარებად სპორტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@gamafc.ge და თემის ველში მიუთითეთ: "იურისტის თანაშემწე".

საკონტაქტო პირი: გიორგი
ტელეფონი: +995 571 08 88 34
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე