Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ვერტექსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია "ვერტექს მენეჯმენტი" ეძებს ავეჯის კონსტრუქტორს ინდივიდუალური ავეჯის პროექტირებისა და კონსტრუირების მიმართულებით.

განვიხილავთ როგორც გამოცდილ სპეციალისტებს, ისე მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება და ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე გასვლა და აზომვითი სამუშაოების შესრულება;
** ავეჯის კონსტრუირება, ესკიზებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება;
** საწარმოო ნახაზებისა და შეკვეთის დოკუმენტაციის შემუშავება;
** მასალების, ფურნიტურისა და მექანიზმების შერჩევა;
** მასალებისა და დეტალების სპეციფიკაციების მომზადება;
** ავეჯის ღირებულების გაანგარიშება;
** დიზაინერებთან, საწარმოო და სამონტაჟო გუნდებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავეჯის კონსტრუირების მიმართულებით ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
** ავეჯის მასალებისა და ფურნიტურის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და სწავლის სურვილი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** უპირატესობად ჩაითვლება:
** AutoCAD-ის, Bazis Woodworker-ისა და 3D პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ავეჯის დიზაინისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას მათთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილ სპეციალისტებთან — შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით (კვადრატულობით). სტაჟირების ანაზღაურების პირობები განიხილება ინდივიდუალურად.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება ან გსურთ პროფესიული განვითარება ავეჯის კონსტრუირების მიმართულებით, გელოდებით ჩვენს გუნდში!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@vertex-ffe.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე