ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტების შესაბამის საწყობში.
ძირითადი მოვალეობები:
** ფარმაცევტული პროდუქციის მიღება, განთავსება და გაცემა დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** შეკვეთების მომზადება და შეფუთვა;
** პროდუქციის რაოდენობის, შეფუთვის მთლიანობისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და ჰიგიენის მოთხოვნების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფარმაცევტულ საწყობში მუშაობის გამოცდილება და GDP-ის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: rati@mermisi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "საწყობის თანამშრომელი".
|