Робота для біженців з України
შეფ-კონდიტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-კონდიტერი
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე.

ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია — ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დესერტების, ნამცხვრების, ტორტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მომზადება და სერვირება;
** საკონდიტრო მენიუსა და რეცეპტურების შემუშავება და განახლება;
** პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ნედლეულის მარაგების, ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი;
** რეცეპტების დაცვა და კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
** საკონდიტრო გუნდის მართვა, გადამზადება და განვითარება;
** ყოველდღიური წარმოების პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** საკონდიტრო და საცხობი წარმოების სიღრმისეული ცოდნა.

უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5/2 — 8-საათიან სამუშაო გრაფიკს;
** ცვლიანობიდან გამომდინარე, უფასო ტრანსპორტირებას;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიურ ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იან ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.

სასურველია შეფ-კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე