Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი - კარდიოლოგია და კარდიოინტერვენცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი - კარდიოლოგია და კარდიოინტერვენცია
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე კარდიოლოგიის და კარდიოინტერვენციის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ექიმის ზედამხედველობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სტაციონარში პაციენტის მდგომარეობის მართვაში ექიმთან ერთად მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტობა;
** სასურველია ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 01 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე