Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია "სმოტორსი" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა;
** პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ფილიალებთან;
** შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატელეფონო გაყიდვების ან ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით;
** ანაზღაურება - ფიქსირებული.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე