Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: სფერა
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
დეველოპერული კომპანია "სფერა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი.
მის: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა N96

ძირითადი მოვალეობები:

** წინარე ნასყიდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება;
** კომპანიის კორპორაციულ დოკუმენტაციასთან მუშაობა (მათი დამუშავება, მომზადება, კორექტირება);
** იურიდიული დოკუმენტაციის დამუშავება/მომზადება ქართულ და საჭიროებისამებრ ინგლისურ ენაზე;
** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: სხვადასხვა ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ მხარდაჭერა;
** იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
** მოლაპარაკებებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება სამშენებლო პროექტების ასაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** MS Office-ის ეფექტურად გამოყენების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@sphera.com.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/10/2026.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე