"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level Tik-Tok კონტენტის შემქმნელს.
ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე?
თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე.
ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით:
** თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.
** შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა.
** თუ გაქვს ფოტო/ვიდეო გადაღების გამოცდილება და უნარები;
** საინტერესო ვიზუალური ხედვა;
** კრეატიული გონება და გუნდში მუშაობის უნარები.
მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.)
თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს :
** ყოველთვიურად შექმნა კოსმოს Tik-Tok გვერდის საკომუნიკაციო გეგმა.
** უზრუნველყო გეგმის აღსრულება, კონტენტის გადაღება/შექმნა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით.
** მარკეტინგის გუნდთან ერთად, შექმნა Cosmo-ს უნიკალური ვიზუალური კონტენტის სტილი.
** შექმნა ქოფი შენი კონტენტისთვის.
** მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ).
** ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი.
რას გთავაზობთ?
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.
** მეგობრულ გუნდს (მართლა).
** სრული განაკვეთის როლს.
** Fitpass-ს.
** შიდა ფასდაკლებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|